კალათბურთი

10:59 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 2 სამქულიანი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ბექა ბურჯანაძისა და დუდა სანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” “ობრადოიროს” ესტუმრა და 82:88 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელთაგან სასტარტო ხუთეულში არცერთი ყოფილა. სასიხარულო ის გახლდათ, რომ მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, სოლიდური სათამაშო დრო პირველად მიეცა ბურჯანაძეს.
ბექამ მოედანზე 20:04 წუთი გაატარა და 6 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
რაც შეეხება სანაძეს, მან მხოლოდ 05:59 წუთი ითამაშა და აქტივში ერთადერთი მოხსნა ჰქონდა, თუმცა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 9 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“გიპუზკოა ბასკეტს” შვიდ ტურში ერთადერთი მოგება აქვს და ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი, 10 ნოემბერს, შინ, “სან პაბლო პურგოსთან” ჩაატრებს.

0.10869