პოლონეთის ექსტრაკლასას მე-14 ტურში პლოცკის „ვისლამ“ გასვლაზე „სლასკი“ 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა გიორგი მერებაშვილმა და გოლიც გაიტანა.
სწორედ გიორგი დააფიქსირა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 82-ე წუთზე. გოლი ეფექტური გამოვიდა, მცველს ტექნიკურად გაუსწორდა და გატანა არ გასჭირვებია. ეს ქართველი ნახევარმცველის მეორე გოლია ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში (12 მატჩი).
აღსანიშნავია, რომ პლოცკელები 28-ე წუთიდან, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 10 კაცით თამაშობდნენ, მაგრამ დამაჯერებლად მაინც მოიგეს. „ვისლას“ 15 ქულა აქვს და მე-12 ადგილზე იმყოფება.