საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ლიონის" შემტევი ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გადავიდეს. როგორც Mercato365 იუწყება, იმ შემთხვევაში თუ ედენ აზარი გუნდიდან წასვლას დააპირებს, "არისტოკრატები" ფრანგის ტრანსფერზე დაიწყებენ მუშაობას.
ნაბილმა "ლიონის" მთავარ გუნდში თამაში 2013 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ 162 მატჩში 60 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეკირს მიმდინარე წლის ზაფხულში "ლივერპულში" გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. ამჟამად 25 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.