ფეხბურთი

2:52 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლური დერბის ჩვეული სურათი (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგის მე-11 ტური გამორჩეული მატჩით დაიწყო. "ტურკ ტელეკომ არენაზე" სტამბოლური დერბი შედგა, "გალათასარაი" - "ფენერბახჩე".

როგორც ამ გუნდთა დაპირისპირებას სჩვევია, მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა. იმდენად დაძაბული, რომ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში ერთმანეთი არ დაინდეს და გვარიანი ცემა-ტყეპაც ატეხეს. მსაჯმა კი სიტუაციის დაშოშმინება წითელი ბარათებით სცადა. "გალათასარაის" მხრიდან ბადუ ნდიაიე გაუყენა გასახდელის გზას, ხოლო "ფენერიდან" ჟაილსონი და რობერტო სოლდადო.

თვითონ მატჩი კი მშვიდობიანი ანგარიშით დასრულდა - 2:2. რაიან დონკისა და მარტინ ლინესის გოლებით ფათიჰ თერიმის გუნდი დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ მატიე ვალბუენამ და აწ ნახსენებმა ჟაილსონმა სტუმრები მარცხისგან იხსნეს.

11 ტურის მერე, "გალათასარაი" მეორე ადგილზეა 20 ქულით. აი, "ფენერბახჩემ" იკითხოს, ათი ქულა აქვს, მე-15 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას ორი ქულითაა მოშორებული...

0.128661