მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს გარეთ ბეილის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ბრაზილიელი ვინისიუსი ნახვა სურთ. გამოცემა As-მა ქომაგებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და 46% მიიჩნევს, რომ უელსელი სათადარიგო სკამზე უნდა იჯდეს.
35% ერგო კარიმ ბენზემას, 10% მარკო ასენსიოს, ხოლო 9% ისკოს. „სამეფო კლუბის“ ფანების აზრით, სასტარტოში ვინისიუსი უნდა თამაშობდეს. ნიჭიერმა ბრაზილიელმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, სამეფო თასზე „მელილიასთან“ კი ორი საგოლე პასი გააკეთა.
ბრაზილიელი შედეგიანია კასტილიაშიც, სადაც 5 თამაშში 4 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება ბეილს, სეზონი კარგად დაიწყო, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა, მაგრამ ბოლო 5 შეხვედრაში მოედანი უგოლოდ დატოვა.