ფეხბურთი

10:19 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ბუენოს აირესში ახალი ძეგლი გაუხსნეს

არგენტინა დიეგო მარადონას 58-ე დაბადების დღეს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით, ბუენოს აირესში, მისი პირველი კლუბის, „არხენტინოს ხუნიორსის“ სტადიონის მახლობლად, ბრინჯაოს ქანდაკება გახსნეს, რომელიც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ლეგენდარული 10 ნომრის მიერ, ინგლისელთა კარში გატანილ გოლს განასახიერებს.

ის თამაში, 1986 წლის 22 ივნისის მეოთხედფინალი, სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში. არგენტინამ, მეხიკოში, „ესტადიო აცტეკაზე,“ 2:1 მოუგო ინგლისს და ორივე ბურთი მარადონამ გაიტანა. პირველი ე.წ. „ღმერთის ხელი,“ რომლის გამოც დღემდე არ წყდება კამათი, ხოლო მეორე მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლად აღიარებული, როცა ლამის მთელი ინგლისის ნაკრები მოატყუა და ისე გაიტანა.

იმ წელს არგენტინის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.127315