ფეხბურთი

9:04 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი ისევ დაშავდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ინგლისის ლიგის თასის 1/8 ფინალურ მატჩში „ფულემის“ წინააღმდეგ (2:0), ბოლო წუთებზე კოჭლობით დატოვა მინდორი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბელგიელს ფულემელი მცველი ტიმოთი ფოსუ-მენსა დაეცა ზედ.

„ჯერჯერობით არ ვიცით რამდენად მძიმეა კევინის ტრავმა, - უთხრა Sky Sports-ს მანჩესტერელთა დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, - შესაძლოა, სერიოზულია, შეიძლება არა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება.“

დე ბრუინი მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა „ქალაქელთა“ შემადგენლობაში სამთვიანი მკურნალობის შემდეგ. მაშინ მას მარჯვენა მუხლი აწუხებდა, ახლა კი მარცხენა დაუზიანდა.

0.133558