კალათბურთი

23:40 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 13 ქულა და გამარჯვება თურქებთან

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმა. ესპანური გუნდი შინაურ კედლებში თურქულ “დარუშაფაკას” დაუხვდა და 82:56 სძლია.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:34 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა.
თორნიკემ 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მოედანზე 18:56 წუთი გაატარა და 8 ქულა (4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი), 1 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი მოაგროვა.

“ბასკონია” 2 მოგებითა და 3 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე დამკვიდრდა, მომდევნო შეხვედრას კი, 9 ნოემბერს, შინ, სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” ჩაატარებს.

0.119923