ფეხბურთი

23:15 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

დეულოფეუ: "ბარსელონაში" მესამედ აღარ დავბრუნდები"

"უოტფორდის" ნახევარმცველმა ჟერარ დეულოფეუმ განაცხადა, რომ "ბარსელონაში" მესამედ აღარ დაბრუნდება. ესპანელმა მოთამაშემ "ბლაუგრანას" რიგებში ასპარეზობის პერიოდი უარყოფითად გაიხსენა.

"რთული იყო, როდესაც ახალგაზრდა მოთამაშე ხარ და მედიაში "ახალ მესიდ" მოგიხსენიებენ. მსგავსი რამ ახალგაზრდასთვის ზიანის მომტანია. არასდროს მქონდა შანსი "ბარსელონაში" დავრჩენილიყავი, რადგან იქ თამაში რთულია და თავდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. ახლა კი "უოტფორდში" ვარ და ვთქვი, რომ "ბარსელონაში" არასდროს დავბრუნდები. ორჯერ გავაკეთე ეს და არაფერი გამოვიდა." - ციტირებს Sky Sports-ი ჟერარის სიტყვებს.

დეულოფეუ "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და ჯერ 2013 წელს "ევერტონში", შემდეგ კი "სევილიაში" გაანათხოვრეს. საბოლოოდ ლივერპულელებმა ფეხბურთელი 2015 წელს შეიძინეს და ორი სეზონის შემდეგ კვლავ ესპანურ გრანდში დააბრუნეს. დეულოფეუმ "ბლაუგრანას" მაისურით ჯამში 23 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. 2018 წელს კი ესპანელი "უოტფორდმა" 13 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაუფორმა.

0.11281