ძიუდო

16:47 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატში ჩაერთვებიან

2-4 ნოემბერს უნგრეთის ქალაქი გიორი 23 წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება. ჩვენი გუნდი ვაჟთა ტურნირში 9 სპორტსმენითაა წარდგენილი, მათ გარდა კი, უნგრეთში 2 ქართველ გოგონასაც ვიხილავთ:

60 კგ. – ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ. - თორნიკე ნაგლიაშვილი, გიორგი ნიაზაშვილი
73 კგ. – ალეკო მამიაშვილი
81 კგ. – თამაზ კირაკოზაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი
90 კგ. – კობა მჭედლიშვილი
100 კგ. - ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი
52 კგ. – მარიამ ჯანაშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

0.116734