ფეხბურთი

9:49 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი: „გამიმართლა, რომ ასეთი საღამო ჩატარდა“

„დერბი ქაუნთის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდამა, ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში, „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ (2:3) ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედეგით გაწბილებულია, თუმცა ამაყობს თავსი გუნდით.

„გაწბილებული ვარ. იმდენი მომენტი შევქმენით, ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ვამაყობ ჩემი გუნდით. „ჩელსის“ წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ „დერბი“ კარგად თამაშობდა.

თასის მესამე რაუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ, დავამტკიცეთ რა შეგვიძლია. „დერბი“ ისეთი გუნდია, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია („მანჩესტერთან“ მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ 2:2 დამთავრდა და „დერბიმ“ პენალტებით იმარჯვა).

„ჩელსის“ გულშემატკივრებს კი დიდი მადლობა თბილი მიღებისთვის. როცა კლუბს ვტოვებდი, ცოტა ნაწყენი გახლდით, მაგარამ უამრავი კეთილი მოგონება მაკავშირებს ამ გუნდთან. გამიმართლა, რომ ასეთი საღამო ჩატარდა.“ - უთხრა ლამპარდამა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი „ჩელსის“ „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა, სადაც ლამპარდი 13 წლის განმავლობაში თამაშობდა.

0.126062