ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ინგლისში მუშაობა არ უნდა. როგორც თავად ფრანგმა განაცხადა, 2019 წელს რომელიმე გუნდს ჩაიბარებს.
„ამ დროისთვის ვისვენებ და ფეხბურთს ვუყურებ. კარგი იქნება თუ სამუშაოდ ინგლისში არ დავბრუნდები, რადგან „არსენალში“ გატარებული ამდენი წლის შემდეგ სხვა გუნდში მუშაობა რთული იქნება.
2019 წელს სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდები, თუმცა სად ვიმუშავებ, ახლა ამის თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვიცი“, - განაცხადა ვენგერმა.