ფეხბურთი

11:51 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, შესაძლოა, 48 ნაკრებმა ითამაშოს

აზიის საფეხბურთო კონფედერაციის კონგრესზე, ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, მომავალ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდა არ გამორიცხა.

„მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდა გადავწყვიტეთ და ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდება. თუმცა, გამორიცხული არ არის, მატება უკვე მომავალ, ყატარულ მსოფლიო თასზეც მოხდეს, - გადმოგვცემს ინფანტინოს ნაუბარს Reuters, - ახლა ასეთ წინადადებას განვიხილავთ ჩვენს ყატარელ და რეგიონის სხვა მეგობრებთან ერთად. ვიმედოვნებთ, ყველაფრი წარმატებით დაგვირგვინდება.“

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

0.118332