„ჩელსის“ მწვრთნელმა, კლუბის ერთ-ერთმა ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ, ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდში „დერბი ქაუნთისთან“ მომავალ მატჩზე ისაუბრა და სტუმართა მთავარი მწვრთნელი, ყოფილი ჩელსელი, ფრენკ ლამპარდი შეაქო.
„ეს დიდი საღამო იქნება ლამპარდისთვის. მეც მქონდა მსგავსი სიტუაცია, როცა წლების შემდეგ „ვესტ ჰემთან“ ერთად დავბრუნდი „სტემფორდ ბრიჯზე. დარწმუნებული ვარ, ფრენკი მოუთმენლად ელის მომავალ მატჩს.
გვიხარია ლამპარდის დაბრუნება. ის ხომ „ჩელსის“ ლეგენდაა. ძალიან ბევრი გაუკეთებია კლუბისთვის. ჩვენ მხარდამხარ წლების განმავლობაში გვითამაშია. ბევრ დროს ვატარებდით ერთად, არა მარტო საფეხბურთო მინდორზე.
არ მიკვირს მისი სამწვრთნელო წარმატებები „დერბი ქაუნთიში.“ ის ჭკვიანი ფეხბურთელი იყო და დამრიგებელიც ცუდი რატომ იქნება. ვუსურვებთ ასევე გააგრძელოს.
“ჩელსი“ – „დერბი ქაუნთის“ სათასო მატჩი დღეს საღამოს გაიმართება „სტემფორდ ბრიჯზე.“