ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედალაქ პარიზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 5 444 985 ევრო) მე-2 მატჩს ხვალ ჩაატარებს.
როგორც ცნობილი გახდა, ბასილაშვილისა და მე-7 ნომრად განთესილი სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონის მატჩი 31 ოქტომბერს, პირველ კორტზე, მე-3 წყებაში აიღებს სტარტს.
ქართულ-აფრიკული შერკინება ბულგარელი გრიგორ დიმიტროვისა და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის შეხვედრის შემდეგ დაიწყება, ეს კი, დაახლოებით 17:00 საათზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი და ანდერსონი ერთმანეთს სულ მცირე ხნის წინ ვენის ტურნირზე დაუპირისპირდნენ და მაშინ კევინმა 4:6, 7:6 (8:6), 6:3 მოიგო.