ფეხბურთი

23:14 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანტიაგო სოლარი დებიუტის მოლოდინში

მადრიდის „რეალის“ თავკაცის პოსტზე სანტიაგო სოლარის დებიუტი ესპანეთის სამეფო თასზე, ქვედალიგელ „მელილასთან“ შეხვედრაში შედგება. არგენტინელმა კი, პირველი პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა:

„ჯგუფი მოწყენილია, მაგრამ სურვილი არის, რომ ყველაფერი შეიცვალოს. ესაა ჩემპიონთა ჯგუფი, რომლებსაც ბევრი ტიტული აქვთ მოგებული ამ გუნდში. ადვილი ვითარება არაა შექმნილი, მაგრამ ვხედავ, რომ ამ ყველაფრის დაძლევის სურვილი არსებობს.

ზიდანი „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა, უმჯობესი იქნება თუ მასზე აღარ ვისაუბრებთ, მას ვერ შევედრებით, რადგან შეუდარებელია.

ახლა მხოლოდ დღიდან დღემდე მუშაობაზე ვფიქრობთ. მადრიდში მუშაობა დიდებული შესაძლებლობაა, არამხოლოდ, როგორც პირველი გუნდის მწვრთნელის რანგში. ხვალინდელ შეხვედრაში კი მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ მინდორზე“, - განაცხადა სოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალიდან“ ხულენ ლოპეტეგი დაითხოვეს, ხოლო მას დროებით სოლარი შეცვლის. სამეფო თასზე „მელილასთან“ დაპირისპირება კი 31 ოქტომბერს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114521