ბევრი ერუდირებული მწვრთნელი პროგრესის წინაპირობაა. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში პერმანენტულად ტარდება მწვრთნელების განვითარების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას აკადემიის ყველა სპეციალისტი იღებს.
საინტერესო თეორიული და პრაქტიკული სესიები ახალგაზრდა მწვრთნელებს გამოცდილების მიღებაში ეხმარება. ისინი იზრდებიან. და მათთან ერთად წინ მიდიან ის ბავშვები, ვინც მზარდ სპეციალისტებს ვარჯიშებზე უსმენენ, გამოცდილებას იღებენ.
აკადემიაში გაგრძელდება მწვრთნელების განვითარების პროგრამა და ამ პროგრამაში მონაწილეობას ყველა მიიღებს.