ფეხბურთი

22:37 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" კალდარა სამი თვით გამოაკლდა

იტალიური „მილანის“ მცველი მატია კალდარა ტრავმირებულია. Calciomercato-ს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც სამი თვე გაუცდება.

თავდაპირველი ცნობით, კალდარას 2 თვე უნდა გასცდენოდა, მაგრამ გამოკვლევამ გაცილებით მძიმე დაზიანება აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ კალდარა „მილანში“ „იუვენტუსიდან“ ლეონაროდ ბონუჩის სანაცვლოდ გადავიდა. თუმცა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა დღემდე ერთადერთ შეხვედრაში (ევროპა ლიგაზე „დუდელანჟთან“) მიიღო მონაწილეობა.

0.112456