უკვე მეორე დღეა მადრიდის „რეალში“ მიმდინარე მოვლენები მსოფლიო სპორტული მედიის მთავარი ინტერესის სფეროა. მწვრთნელი გაუშვეს, ახალი ჯარ არ დაუნიშნავთ, გულშმატკივრები კი ბობოქრობენ, გუნდში არეულობა კაპიტან სერხიო რამოსის ბრალიაო და მომავალ მატჩებში მისი გამაყრუებელი სტვენით შეხვედრას აპირებენ. - გვამცნობს Football Espana.
წყარო იმასაც ამბობს, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა ერთობ შეშფოთებული ყოფილა და „ვალიადოლიდთან“ საშინაო მატჩამდე ფანებთან მოლაპარაკებას აპირებს.