ფეხბურთი

9:53 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნს“ „როდინგჰაუზენთან“ შვიდი მოთამაშე დააკლდება

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის თასის მეორე რაუნდში, „როდინგჰაუზენის“ წინააღმდეგ, მის გუნდს პრობლემები მოეძალა.

ხამეს როდრიგესი და ჟერომ ბოატენგი ავად არიან, არიენ რობენი კი ისევ წელის ტკივილმა შეაწუხა. მეკარე სვენ ულრაიხი ფეხმძიმე მეუღლესთან დარჩენილა.

მცველ მატს ჰუმელსს, რომელმაც „მაინცთან“ წინა ტურის მატჩი გამოტოვა, ვარჯიში დაუწყია, თუმცა გუნდთან ერთად არ გამგზავრებულა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელებს ტრავმების გამო ვერც კინგსლი კომანი და კორენტენ ტოლისო დაეხმარებიან.

„როდინგჰაუზენთან“ მატჩი კი დღეს საღამოს, ოსნაბრიუკში გაიმართება.

0.115708