კალათბურთი

17:57 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ესპანური ACB ლიგის ოქტომბრის MVP-ს ტიტულის მფლობელია (+VIDEO)

ესპანური “ბასკონიას” ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

გასულ თვეში ბასკურმა კლუბმა 6-დან 5 მატჩი მოიგო, ქართველი ლეგიონერი კი უდავო ლიდერად მოგვევლინა. თორნიკე საშუალოდ 22 წუთში 15.5 ქულას, 4.1 მოხსნასა და 3.0 პასს აგროვებდა, მისი სარგებალიანობის კოეფიციენტი კი 19.8-ს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელი მაჩვენებელის მხრივ მე-2 ადგილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი თად მაკფადენი (19.7) გავიდა.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ სეზონი “სარაგოსასთან” 21 ქულით, 8 მოხსნითა და 6 პასით გახსნა და ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.
თოკოს ტემპი არ დაუგდია და მისი მომდევნო მაჩვენებლები ასეთი გახლდათ: 18 ქულა, 7 მოხსნა “ბურგოსთან”; 13 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი – “გიპუზკოა ბასკეტთან”; 9 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი – “ფუენლაბრადასთან”; 14 ქულა, 2 პასი – “ბურგოსთან”; 18 ქულა, 2 მოხსნა – “ესტუდიანტესთან”.
“ამ აღიარებით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი პატივია, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. მადლიერი ვარ ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელებისაც, რომელთა გარეშეც ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. იმედი მაქვს, კარგ თამაშს განვაგრძობთ და მომავალშიც ისეთივე შედეგები გვექნება, როგორც – ოქტომბერში”.

0.133755