ფეხბურთი

1:59 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„იუვე“ ისევ დაუმარცხებელია

დაშავებული ლევან მჭედლიძის გარეშე მოთამაშე „ემპოლიმ“ კინაღამ სენსაცია მოახდინა. ელიტაში წლეულს დაბრუნებულმა გუნდმა, ოდინდელ ჩემპიონს დიდი ბრძოლა გაუმართა. 28-ე წუთზე ფრანჩესკო კაპუტომ დააწინურა კიდეც მასპინძლები. აურელიო ანდრეაცოლის შეგირდებმა იმდენი მოახერხეს, რომ შესვენებაზეც ამავე ანგარიშით გავიდნენ. მაგრამ, გასახდელში, ეტყობა, გამოცდილმა მასიმილიანო ალეგრიმ სწორი სიტყვები შეარჩია და მეორე ტაიმში სხვა „იუვე“ ვიხილეთ. დუბლი მიითვალა კრიშტიანუ რონალდუმ. პირველი პენალტით გაიტანა, მეორე თამაშიდან. ეს პორტუგალიელის მეორე დუბლი გახლდათ იტალიური კლუბის მაისურით.

„ნაპოლი“ „რომასთან“ დამარცხებას ბოლო წუთზე გადაურჩა. არადა, ელ შაარავის გოლის შემდეგ, რომაელებმა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე დაიწყეს ფიქრი და იშვიათი კონტრშეტევებით აშინებდნენ მასპინძლებს. ნეაპოლელები კი ჩქარობდნენ და ამისდაკვალად, ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. ხშირი იყო შორიდან უზუსტო დარტყმები და უსაგნო ფუსფუსი. თუმცა, ბოლოს მაინც მოახერხეს და გაათანაბრეს. თავი შეცვლაზე შესულმა დრის მერტენსმა გამოიჩინა. სიმართლე რომ ითქვას, „რომა“ გამარჯვებას არ იმსახურებდა.

თვალსასეირო შეხვედრა გამოდგა „სან სიროზე,“ სადაც „მილანი“ „სამპდორიას“ მასპინძლობდა. ორივე კართან უამრავი სახიფათო მომენტი შეიქმნა და რაც მთავარია, გოლები გავიდა. ჯერ „მილანი“ იგებდა, მერე „სამპდორია“, მაგრამ „როსონერიმ“ მაინც იძალა. გამარჯვებისა ესპანელმა სუსომ გაიტანა.

მე-10 ტური ორშაბათს დამთავრდება ძალიან საინტერესო შეხვედრით. რომში „ლაციო“ „ინტერს“ უმასპინძლებს.

იტალია

სერია A. მე-10 ტური

ემპოლი - იუვენტუსი 1:2

ემპოლი. „კარლო კასტელანი.“ 16 000

1:0 კაპუტო (28), 1:1.1:2 კრიშტიანუ რონალდუ (54, პენ, 70)

ემპოლი: პროვედელი, ანტონელი (პასკუალი 69), მაიეტა, სილვესტრე, დი ლორენცო, ასკუა, ტრაორე (ლა გუმოინა 82), ბენნასერი, კრუნიჩი, ზაიცი (უჩანი 75), კაპუტო

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი

იუვენტუსი: შჩესნი, სანდრო, რუგანი, ბონუჩი, დე შილიო (ბარძალი 90), მატიუიდი, ბენტანკური, პიანიჩი (კოშტა 80), ბერნარდესკი (კუადრადო 66), რონალდუ, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

გაფრთხილება: ტრაორე (58), უჩანი (90+1); ბერნარდესკი (43), ბენტანკური (55+3), დიბალა (78)

ნაპოლი - რომა 1:1

ნეაპოლი. „სან პაოლო.“ 30 000

0:1 ელ შაარავი (14), 1:1 მერტენსი (90)

ნაპოლი: ოსპინა, რუი, კულიბალი, ალბიოლი, ჰიუსაი (მალკუი 70), რუისი, ჰამშიკი (ზელინსკი 75), ალანი, ინსინიე, კალეხონი, მილიკი (მერტენსი 56)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

რომა: ულსენი, კოლაროვი, ჟეზუსი, მანოლასი (ფასიო 75), სანტონი, ნ’ზონზი, დე როსი (კრისტანტე 43), ელ შაარავი, პელეგრინი, უნდერი (ფლორენცი 65), ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: დავიდე მასა

გაფრთხილება: ჯეკო (55), ნ’ზონზი (58), მანოლასი (68), ულსენი (80), პელეგრინი (80)

ატალანტა - პარმა 3:0

1:0 გალიოლო (55, საკ. კარში), 2;0 პალომინო (72), მანჩინი (80)

ტორინო - ფიორენტინა 1:1

0:1 ბენასი (2), 1:1 ლაფონი (13, საკ. კარში)

სასუოლო - ბოლონია 2:2

0:1 პალასიო (2), 1:1 მარლონი (17), 1:2 მბაიე (56), 2:2 ბოატენგი (85, პენ)

ჯენოა - უდინეზე 2:2

1:0 რომულო (32, პენ), 1:1 ლაზანია (65), 2:1 რომერო (67), 2:2 დე პაული (70)

კალიარი - კიევო 2:1

1:0 პავოლეტი (15), 2:0 კასტრო (59), 2:1 სტეპინსკი (79)

სპალი - ფროზინონე 0:3

0:1 ჩიბსა (40), 0:2 სიანო (53), 0:3 პინამონტი (89)

მილანი - სამპდორია 3:2

1:0 კუტრონე (17), 1:1 საპონარა (21), 1:2 კვალიარელა (31), 2:2 იგუაინი (36), 3:2 სუსო (62)

0.122292