ლეგენდარულმა ჩოგბურთლმა როჯერ ფედერერმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, 99-ე ტიტული მოიპოვა. როჯერზე მეტი ტურნირი მხოლოდ ჯიმი კონორსს (109 ტიტული) აქვს მოგებული. ფედერერი ბაზელის ტურნირი კარიერაში მეცხრედ მოიგო. ფინალში რუმინელი მარიუს ჩოპილი 7:6, 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში, როჯერმა ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში 4:4-ზე შვეიცარიელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
ფედერერმა ამ გამარჯვებით რეიტინგში 500 ქულა შეინარჩუნდა და 427 765 ევრო მოიპოვა.