ჩოგბურთი

18:15 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე VS შაფათავა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელი აუცილებლად ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეკატერინე გორგოძეს წილისყრამ მეტოქედ სოფო შაფათავა არგუნა.

შეგახსენებთ, რომ გორგოძე ძირითად ბადეში პირდაპირ იყო დაშვებული, შაფათავა კი, იქ კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. სოფომ პირველ წრეში ინდოელი აშმიტა ეასვარამურტს 6:0, 6:3 სძლია, შემდეგ კი, პირველი განთესვის მქონე ჩეხ ტერეზა მარტინცოვასთან 6:4, 3:6, 0:6 დამარცხდა, თუმცა, ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გადავიდა.
სამწუხაროდ, კვალიფიკაცია ვერ დასძლია ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელმაც გზიდან ყირგიზი კსენია პალკინა ჩამოიცილა (6:2, 6:1), მომდევნო რაუნდში კი მე-3 რეიტინგის მქონე ინდოელ პრანჯალა იადლაპალისთან 3:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვასა და იაპონელ ნაო ჰიბინოს მე-2 განთესვა აქვთ და ხსენებულ პალკინასა და რუს იანა სიზიკოვას ეთამაშებიან, შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი ძალებს პირველი რეიტინგის მქონე სლოვენიურ-რუსულ დუეტთან (დალილა იაკუპოვიჩი-ირინა ხრომაჩევა) მოსინჯავენ, ხოლო გორგოძე და ებრაელი დენიზ ხაზანიუკი ტაივანელ შუ-ინ ჰსიესა და სერბ ნატალია კოსტიჩს დაუპირისპირდებიან.

0.117353