ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი), რომელშიც ერთბაშად 3 ქართველი ჩაება.
კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ ინდოელი აშმიტა ეასვარამურტი 6:0, 6:3 დაამარცხა და გადამწყვეტ რაუნდში პირველი რეიტინგის მქონე ჩეხ ტერეზა მარტინცოვას გაეჯიბრება.
საწყისი რაუნდი წარმატებით დასძლია ოქსანა კალაშნიკოვამაც. ქართველმა ჩოგბურთელმა მე-8 ნომრად განთესილ ყირგიზ კსენია პალკინას 6:2, 6:1 სძლია, შემდეგ წრეში კი ინდოელ პრანჯალა იადლაპალის (მე-3 განთესვა) ეთამაშება.
“მუმბაი ოუფენის” ძირითად ბადეშია პირდაპირაა დაშვებული ეკატერინე გორგოძე, რომელიც პირველ მატჩს ისრაელის წარმომადგენელ იულია გლუშკოსთან გამართავს.