უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომალ ჭიდაობაში. რევაზ ნადარეიშვილი, რომელიც 97 კგ წონით კატეგორიაში გამოდის მეორე შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა.
ქართველმა ფალავანმა ბელარუსი ალექსანდრ ჰრაბოვიკი შესანიშნავ სტილში, დამაჯერებლად 5:1 დაამარცხა. ნადარეიშვილის მომდევნო მეტოქე ფრანგი ფალავანი მელნინ ნოუმონვი იქნება.