ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" შემტევმა ნახევარმცველმა დელე ალიმ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია "მამლების" ოფიციალირმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ალიმ ტრავმა სექტემბერში ერთა ლიგაზე ესპანეთთან შეხვედრაში მიიღო და ერთ კვირაში ვარჯიში განაახლა, თუმცა დაბრუნება დროებითი აღმოჩნდა, რადგან ბარძაყის ტრავმა გაუმიზეზდა და ბოლო ერთი თვის განმვალობაში სარეაბილიტაციო პერიოდს გადიოდა.
მიმდინარე სეზონში დელემ ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო და ორი გოლი გაიტანა. ალიმ შესაძლოა 30 ოქტომბერს "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ პრემიერლიგის მეათე ტურის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.