ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ შინ „კლივლენდი“ 110:103 (VIDEO)დაამარცხა. ფაჩულია პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10 წუთი ითამაშა. ზაზამ გუნდს 2 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში მიჩიგანელებმა უპირატესობა მოიპოვეს და „კავალიერსს“ შანსი არ დაუტოვეს. ბლეიკ გრიფინმა გუნდს 26 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. დრამონდს 26 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. „კლივლენდში“ კორვერმა 21 ქულა ჩააგდო.
„დეტროიტი“ ოთხი გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდვნო შეხვედრაში დეტროიტელები შინ „ბოსტონს“ დაუპირისპირდებიან, მატჩი 28 ოქტომბერს თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.