ფეხბურთი

10:27 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონეს ანტირეკორდი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 გაანადგურა და A ჯგუფს მაქსიმალური 9 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. გერმანელებმა თანამეჯგუფეებს ჯამში 8 გოლი გაუტანეს და არცერთი გაუშვიათ.

აი, მადრიდელთათვის კი ეს საღამო კოშმარული აღმოჩნდა. მათი დამრიგებლის, დიეგო სიმეონესათვის კი ანტირეკორდული. მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკო“ სამ ბურთზე მეტით აქამდე არასოდეს დამარცხებულიყო.

48 წლის არგენტინელი სპეციალისტი მადრიდულ კლუბს 2011 წლიდან წვრთნის. ამ ხნის განმავლობაში მან თითოჯერ მოაგებინა „ატლეტიკოს“ ესპანეთის ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი. ორჯერაც ევროპა ლიგა.

0.122183