ბელარუსის ხელისუფლებამ 2018 წლის მინსკის ევროპული თამაშებისთვის ბილეთების გაყიდვის თარიღი და შესაბამისი წესები დაადგინა.
მეორე ევროპული თამაშებისთვის განკუთვნილი ბილეთები ხელმისაწვდომი გახდება 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. მათ რეალიზებაზე იზრუნებენ საბილეთო ოპერატორები, ასევე ტურისტული ორგანიზაციები, რომლებიც ბილეთების გაყიდვასთან ერთად მათ მფლობელებს ტურისტულ მომსახურებას შესთავაზებენ.
თითო ბილეთით დასაშვებია მხოლოდ ერთი უცხოელი მოქალაქის ერთჯერადი შესვლა ბელარუსში.
www.geonoc.org.ge