ლონდონის „ჩელსიმ“ მარკოს ალონსოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „არისტოკრატების“ ვებგვერდი იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„მოხარული ვართ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ. ბოლო ორ სეზონში დაამტკიცა, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მისი ფანტასტიკური დამოკიდებულებით დაგვეხმარა ინგლისის ჩემპიონობაში“, - აღნიშნა ლონდონელთა წარმომადგენელმა მარინა გრანოვსკაიამ.
შეგახსენებთ, მარკოს ალონსო „ჩელსიში“ 2016 წელს ფლორენციის „ფიორენტინადან“ გადავიდა. ინგლისური გუნდის მაისურით ესპანელმა დღემდე 92 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.