ევროპაში ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპი მიმდინარეობს, ხოლო სამხრეთ ამერიკაში, წონით იგივე, კოპა ლობერტადორესი უკვე გადამწყვეტ ფაზაშია შესული.
დღეს, გამთენიისას, ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. თავიდანვე ვთქვათ, რომ ოთხეული ბრაზილიურ-არგენტინული წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. პირველი 1/2 ფინალური მატჩი კი ბუენოს აირესში, პირთამდე სავსე „მონუმენტალზე“ გაიმართა, სადაც „რივერ პლეიტმა“ მოქმედი ჩემპიონი, ბრაზილიური „გრემიო“ მიიღო.
„რივერი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდა. დიდად, არც ბრაზილიელები გამოირჩედონენ შეტევაში ჩვეული ფანტაზიით. საბოლოოდ, ლოგიკური იყო, რომ ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც სტანდარტული სიტუაციის შემდეგ გავიდა. „გრემიოს“ საყრდენმა ნახევარმცველმა მიჩელმა კუთხურის დროს საჯარიმოში პოზიცია მოიგო და ზუსტად დაარტყა. ეს გამარჯვების გოლი გამოდგა და ბრაზილიელებმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის 31 ოქტომბერს გაიმართება.
იქამდე კი, 25 ოქტომბერს, მეორე ნახევარფინალური შეხვედრა შედგება, კიდევ ერთი ბრაზილიურ-არგენტინული ჯახი გაიმართება. ისევ ბუენოს აირესში, ოღონდ „ბომბონერაზე“, სადაც „ბოკა ხუნიორსი“ „პალმეირასს“ დაუხვდება.
„რივერ პლეიტი“ – „გრემიო“ 0:1 (0:0)
ბუენოს აირესი, „მონუმენტალი“
„რივერ პლეიტი“ (4-4-2): არმანი; მონტიელი, მაიდანა, პინოლა, კასკო; კინტერო, პონსიო (ენცო პერესი 76), პალასიოსი (ფერნანდესი 66), მარტინესი; ბორე, სკოკო (პრატო 58)
მწვრთნელი: მარსელო გალიარდო
„გრემიო“ (4-1-4-1): გროე; ლეო გომესი, ჟერომელი, კანემანი, ბრუნო კორტესი; მიჩელი; რამირო (ტასიანო 89), მაიკონი, სისერო, ალისონი (კაიო 90); ჟაელი (ანდერსონი 82)
გოლი: 0:1 მიჩელი (62)
მწვრთნელი: რენატო გაუჩო
მსაჯი: ვიტორ კარილო (პერუ)