ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "დენვერ ნაგეტსის" სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი და აღმოსავლეთში "შარლოტ ჰორნეტსის" უკანახაზელი კემბა უელკერი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გასულ კვირას "დენვერმა" სამივე შეხვედრა მოიგო, იოკიჩი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26.3 ქულას, 10 მოხსნას და 7.3 პასს აგროვებდა.
კემბა უოლკერი კი საშუალოდ ერთ მატჩში 35.3 ქულას და 5.3 მოხსნას აკეთებდა.