დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირის 1/16-ფინალში ფილიპ კრაიანოვიჩი 6:2, 4:6, 6:4 (VIDEO) დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 11 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში, როჯერმა იოლად იმარჯვა. მეორე პარტიაშიც როჯერმა ბრეიკით დაიწყო, 2:0-ს იგებდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. თუმცა კრაიანოვიჩმა ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 6:4 მოიგო. გადამწყვეტ მესამე სეტში კი როჯერი უკეთ ათამაშდა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მომდევნო ეტაპზე ფედერერი იან ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება. ფედერერს ბაზელის ტურნირი კარიერაში 8-ჯერ აქვს მოგებული (2006, 2007, 2008, 2010, 2011,2014, 2015, 2017).