კრიშტიანუ რონალდუ სახლში დაბრუნდა და ეს ამბავი უკვალოდ ვერ ჩაივლიდა. „მანჩესტერის“ ფანებმა თავიანთი საყვარელი გუნდის უღიმღამო თამაშით გამოწვეული დარდი, პორტუგალიელის კიდევ ერთხელ ნახვით გაიქარწყლეს.
უკვე მატჩის მეოთხე წუთი იყო გულშემატკივარი მოედანზე რომ შეიჭრა და კრიშტიანუს მივიდა. არც ლუზიტანელი დამალულა სადმე. მერე, თამაშის დასრულების შემდეგ იქვე, „ოლდ ტრაფორდის“ მინდორზე არ დაზარდა ფანებს და „სელფებიც“ გადაიღო.
ამასობაში, „იუნაიტედი“ მძიმე დღეშია და ჯგუფიდან გასვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა მოქცეული. „წითელ ეშმაკებს“ „ვალენსიის“ კონკურენციის გადალახვა მოუწევთ საიმისოდ, რომ მერვედფინალში გავიდნენ.