სხვა

21:57 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია!

ქართველი ძალოსანი გოგა ჩხეიძე (69 კგ.) პოლონურ ზამოსცში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი გახდა.

ჩხეიძე შეჯიბრის ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა და ჩინებულადაც იასპარეზა. გოგამ ექვსივე ცდა გამოიყენა და საბოლოოდ, უახლოეს კონკურენტებს 9 კგ-ით აჯობა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 132, 136 და 139 კგ. დასძლია და იტალიელ მირკო ძანის 1 კგ-ით ჩამორჩა, შესაბამისად, მცირე ვერცხლს გამორჩა.
აი, აკვრაში კი, ჩვენებურს ბადალი არ ჰყოლია. ჩხეიძემ მიყოლებით დაიმორჩილა 165, 169 და 174 კგ. და იმავე ძანის 10 კგ-ით აჯობა.
საბოლოოდ, გოგას 313 კგ. მოუგროვდა, მეორეზე ძანი გავიდა 304 კგ-ით, ასეთივე მონაგარის მქონე რუს მაქსიმ კონოპლევს კი, დამატებითი მაჩვენებლებით, ბრინჯაოს მედალი ერგო.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთში მიმდინარე ევროპირველობაზე კიდევ არაერთ ქართველ სპორტსმენს ვიხილავთ, მათი განრიგი კი ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა):
24 ოქტომბერი, 15:30 საათი: ირაკლი გაბრიჭიძე 77 კგ.
24 ოქტომბერი, 20:30 საათი: რევაზ დავითაძე 85 კგ.
24 ოქტომბერი, 20:30 საათი: ნოდარ კაკაბაძე 85 კგ.
25 ოქტომბერი, 19:00 საათი: ანტონ პლესნოი 94 კგ.
26 ოქტომბერი, 18:00 საათი: ირაკლი ჩხეიძე 105 კგ.
27 ოქტომბერი, 11:00 საათი: ანასტასია გოტფრიდი 90 კგ.
27 ოქტომბერი, 13:00 საათი: დავით ხეცურიანი 105 კგ.
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: გიორგი ჩხეიძე +105 კგ.+
27 ოქტომბერი, 15:00 საათი: ბაქარ თურმანიძე +105 კგ.

0.143552