სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის პირველი ნაბიჯები „მონცაში“ მთავარი მწვრთნელის ცვლილებით დაიწყო. ლომბარდიულ გუნდს ამიერიდან კრისტიან ბროკი გაწვრთნის, რომელიც თავის დროზე „როსნერიში“ თამაშობდა და მოგვიანებით წვრთნიდა კიდეც.
ბროკიმ მარკო ძაფარონი შეცვალა, რომელიც ბერლუსკონიმ წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.
„მონცას“ ზედიზედ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და რვა ტურის შემდეგ სერია C-ში მეათე ადგილზე იმყოფება.