ფეხბურთი

11:23 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ჩეხეთის ნაკრებისა და ლევერკუზენის „ბაიერის“ ყოფილი ნახევარმცველი, პაველ ჰაპალი სლოვაკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა - გვამცნობს სლოვაკეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი.

ჰაპალთან კონტრაქტი ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ბოლომდე გაფორმდა. შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით.

მანამდე სლოვაკებს იან კოზაკი წვრთნიდა, მაგრამ ერთა ლიგაში წარუმატებელი გამოსვლის კვალად დაითხოვეს.

კოზაკის გადაყენების შესახებ სლოვაკურ მედიაში ბოლო დროს ხშირად წერდნენ და შესაძლო შემცვლელებს შორის საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებლის, ვლადიმირ ვაისის გვარმაც გაიჟღერა.

საბოლოოდ, ქვეყნის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, იან კოვაჩიკმა ჰაპალის კანდიდატურა არჩია. ჰაპალს ადრე მწვრთნელად ოსტრავას „ბანიკში,“ „ჟილინაში,“ პრაღის „სპარტასა“ და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უმუშავია.

0.120417