ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენა დიდი ხნით სურს. ამის შესახებ პორტუგალიელმა „იუვენტუსთან“ მატჩისწინა პრეკოსკონფერენციაზე განაცხადა. „განსაკუთრებულმა“ ასევე ისაუბრა მომავალი მეტოქის შესახებ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი უწოდა:
„კმაყოფილები ვართ იმ თამაშით, რომელიც შაბათს ვაჩვენეთ, მაგრამ სინანული გვიპყრობს მატჩის დასასრულის გამო. ბიჭებს ვუთხარი, რომ ლონდონის ენთუზიაზმი შეინარჩუნონ, იყვნენ ბედნიერები, ამაყები და დარწმუნებულნი, რომ ხვალ დიდი თამაში ჩაატარონ.
კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რა შეგვიძლია. გვინდა დავამტკიცოთ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „იუვენტუსია“ და რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს: არამხოლოდ რონალდუ, არამედ, ბონუჩი, კანსელუ, ემრე ჯანი, რომელიც იმედია მოედანს მალე დაუბრუნდება. „იუვე“ ახლა ერთი წლით უფრო გამოცდილია იგივე მწვრთნელითა და იგივე სტრუქტურით. ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ბოლო წლებში განმავლობაში ორი ფინალი ითამაშა და 7 სკუდეტო მოიგო. ამ სეზონში უკვე კანდიდატზე მეტიცაა.
„მანჩესტერში“ დარჩენა კონტრაქტის ბოლომდე მსურს და კონტრაქტსი დასრულების შემდეგაც. არ მინდა პოგბასა და ფეხბურთელების შესახებ ინდივიდუალურად საუბარი. ასევე, არ მსურს ესპანელ ჟურნალისტებთან საუბარი, რადგან მხოლოდ „რეალი“ და კრიშტიანუ რონალდუ აინტერესებთ“, - განაცხადა მოურინიომ.
აქვე გეტყვით, რომ "მანჩესტერისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა სამშაბათს, 23 ოქტომბერს გაიმართება.