ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთში იმყოფება და ძალებს პუატიეს 80-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. გორგოძე პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და საწყის რაუნდში მასპინძელ მირტილ გეორგესს ეთამაშება.
ამერიკულ მაკონში ასევე 80-ათასიან ტურნირში ასპარეზობს სალომე დევიძე. ის კვალიფიკაციის საწყის წრეში მე-2 ნომრად განთესილ ყაზახ ანა დანილინას გაეჯიბრა და 6:2-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მომდევნო ეტაპზე სალომე ამერიკელ სანაზ მარანდს გაეჯიბრება.