სხვა

0:11 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყვითელაშვილის მე-8 ადგილი გრან პრიზე

ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერმა მორის ყვითელაშვილმა ვაშინგტონში გამართულ გრან პრის პირველ ეტაპში (Skate america) მიიღო მონაწილეობა და თორმეტ სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

მორისი მოკლე პროგრამაში სუსტად გამოიყურებოდა და 68.58 ქულით (34.30 ტექნიკური ელემენტებისთვის+36.28 პროგრამული კომპონენტებისთვის) ბოლოსწინა მე-11 პოზიცია ერგო, თავისუფალ პროგრამაში კი სიტუაციის გამოსწორება შესძლო.
მეორე გამოსვლისას ყვითელაშვილმა 136.54 ქულა (65.28 ტექნიკური ელემენტებისთვის+72.26 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა, რაც მე-7 მაჩვენებელი გახლდათ. ჯამურად, ქართველმა სპორტსმენმა 205.12 ქულა გამოიმუშავა და მე-8 საფეხური ერგო.
-ის ჩემპიონი ამერიკელი ნათან ჩენი (280.57) გახდა, ვერცხლი ჩეხ მიხალ ბრეზინას (239.51) ერგო, ბრინჯაო კი – რუს სერგეი ვორონოვს (226.44).
ფიგურული ციგურაობის გრან პრის მომდევნო ეტაპები კანადაში (26-28 ოქტომბერი), ფინეთში (2-4 ნოემბერი), იაპონიაში (9-11 ნოემბერი), რუსეთში (16-18 ნოემბერი), საფრანგეთსა (23-25 ნოემბერი) და ისევ კანადაში (6-9 დეკემბერი) შედგება.

0.116621