პოლონურ ზამოსცში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე 20 და 23 წლამდე ძალოსანთა შორის ქართულმა დელეგაციამ პირველი მედალი მიითვალა.
23 წლამდელთა 62 კგ-მდე წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძემ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 142, 146 კგ. დაძლია და კვარცხლბეკის მეორე საფეხური დაიკავა. გოდერძის ჯამური ოქროს აღების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა, ატაცში სამივე ცდა გაუფუჭდა.
გიორგი დოკვაძე ატაცში დაძლეული 108, 112, 115 კილოგრამით მეოთხე საფეხურზე გავიდა, აკვრაში 136 კილოგრამით მეხუთე იყო, ორჭიდის ჯამში კი 251 ქულით მეოთხე შედეგი აჩვენა.