ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში “იბეროსტარ ტენერიფე”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, “ესტუდიანტესს” დაუხვდა და 73:81 დამარცხდა.
მაკფადენი, რომელიც გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, მასპინძელთა რიგებში ამჯერადაც ყველაზე შედეგიანი იყო. მან მოედანზე 31:52 წუთი გაატარა და 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.
მაკფადენმა 3-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ტენერიფელებს 3 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდათ და მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ, მე-6 ტურში კი, 27 ოქტომბერს, გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორასთან” სტუმრობა ელით.