მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ვილიარეალთან" ფრედ (1:1) დაფიქსირებული ლა ლიგის მეცხრე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ესპანეთში მისი მუშაობის პერიოდში ლა ლიგაში ასეთი კონკურენცია არ უნახავს.
"ძალიან რთულია "ვილიარეალთან" სტუმრად თამაში. შევეცადეთ ბურთი გვეკონტროლებინა და გოლის გატანაც მოვახერხეთ. ჩემპიონატს რაც შეეხება, მხოლოდ ჩვენ შედეგს ვაკვირდები, თუმცა ასეთი სიმჭიდროვე სატურნირო ცხრილში, ჯერ არ მინახავს." - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Marca.
ცხრა ტურის შემდეგ ლა ლიგას 18 ქულით "ბარსელონა" ლიდერობს. ამ დროისთვის მეორე ადგილზე ჯერჯერობით "ალავესია" და თუ მეექვსეადგილოსანი "ესპანიოლი" დღეს გაიმარჯვებს, "ბლაუგრანას" უახლოესი მდევარი გახდება. სიმეონეს "ატლეტიკო" კი ჯერჯერობით მეოთხე პოზიციას იკავებს.