კალათბურთი

10:40 | 21.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დელტა" და ლექსო ლაფანაშვილი ფინალის წინ

ხვალ, 18 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში დუდუ დადიანის მემორიალის ფინალია. მოულოდნელი და ლოგიკური ფინალი. სუპერლიგის შარშანდელი დებიუტანტი "დელტა" სუპერლიგის წლევანდელ დებიუტანტს - "ტიტებს" ხვდება. "დელტამ" სეზონი ზედიზედ სამი მოგებით გახსნა. "დელტამ" სეზონის წინ "ტიტებს" ამხანაგური თამაში ძალიან დიდი სხვაობით მოუგო. და ხვალინდელი თამაშის წინ ეს არაფერს არ ნიშნავს. ამ ერთი შეხვედრის მოგება ორივეს შეუძლია. ორივე ფავორიტია.

ლექსო ლაფანაშვილი (დელტა, მთავარი მწვრთნელი): "მემორიალი "რუსთავთან" შეხვედრით დავიწყეთ. მძიმე სტარტი გვქონდა, მაგრამ შევძელით გადაწყობა, მოვიგეთ. მეორე თამაში მოქმედ ჩემპიონთან - "დინამოსთან". ჩვენი გუნდი უფრო მოტივირებული იყო. ჩანდა მეტი მონდომება, უკეთესი განწყობა. იგრძნობა ფსიქოლოგიური პროგრესი. უკვე მესამე თამაშში, "ჰიუნდაისთან" ოდნავ დაღლილები ვიყავით. რთულია სამ დღეში სამი შეხვედრის ჩატარება. მოვიგეთ, კონცენტრაცია შევინარჩუნეთ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდმა ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე ჩაატარა მემორიალის ჯგუფური ეტაპი. ეს რთულია. იტვირთებიან სხვები. "ბათუმთან" დრო ყველას მივეცით. ბიჭებმა ითამაშეს, ვერ მოიგეს, მაგრამ ფინალში ვართ და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. შეცდომების მიუხედავად, უკმაყოფილო არ ვარ. სუპერლიგის დაწყებამდე გვაქვს ამ შეცდომების გადაფარვის დრო."

0.139824