იტალიის სერია A-ს მე-9 ტური ორი ხმაურიანი სენსაციით დაიწყო. „რომამ“ „სპალთან“ წააგო, ხოლო „იუვენტუსმა“ სეზონში პირველად ვერ მოიგო.
ჯერ ტურინელებზე ვთქვათ - „იუვემ“ სეზონის უცუდესი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებულად დაკარგა ორი ქულა. არადა, „ჯენოასთან“ ყველა ტურინელთა ადვილ გამარჯვებას ვარაუდობდა. მაგრამ „იუვენტუსმა“ ფეხბურთი ძალიან ცოტა ხანს ითამაშა და დამსახურებულად დაკარგა ქულები. მასპინძლები კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპინატებში მე-400 გოლი გაიტანა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა. აი, მერე კი, მასიმილიანო ალეგრის გუნდი გაჩერდა და ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. დაისაჯა კიდეც. 68-ე წუთზე დანიელ ბესამ გაათანაბრა. „იუვეს მცველებმა საზიზღრად ითამაშეს, აბსოლუტურად ყველა გაჩერდა, ლეონარდო ბონუჩისაც ჩაეძინა და მის ზურგს უკან ბესამ თავით შეაგდო. „ბებერ ქალბატონს“ ჰქონდა დრო რომ მეორე გოლი გაეტანა, მაგრამ სახიფათო მომენტიც ვერ შექმნა. როგორც ალეგრიმ თქვა, ეს რომ მოხდა კარგია, რადგან მისი გუნდი მიწაზე დაბრუნდა. „იუვენტუსმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში ზედიზედ 10 მოგებული თამაშის მერე ქულები პირველად დაკარგა.
სანამ „იუვენტუსს“ დაუცდებოდა ფეხი, იქამდე, „რომა“ წაიქცა. „ჯალოროსიმ“ საკუთარ მოედანზე „სპალი“ მიიღო და რად უნდა ლაპარაკი, რომ სამი ქულა ჰქონდა დაგეგმილი. მაგრამ, რად გინდა, „მგლები“ საკუთარ თავს არ ჰგავდნენ. პირველ ტაიმში ანდრეა პეტანიამ პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო ნახევარში კევინ ბონიფაციმ მეორეც შეაგდო და თამაშიც ასე დასრულდა.
დღის ბოლო შეხვედრაში კი „ნაპოლიმ“ მშვენივრად ისარგებლა „იუვეს“ წაფორხილებით და ქულათა სხვაობა ოთხამდე შეამცირა. „უდინეზეს“ პირველ ტაიმში კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საპასუხოდ კი, კარლო ანჩელოტის გუნდი შეტევაში უშეცდომოდ გაისარჯა. ანგარიში მალევე, ესპანელი ფაბიან რუისის შედევრი გოლით გაიხსნა. ნეაპოლელებმა მეორე ნახევარში დრის მერტენსისა და მარკო როგის გოლებით სხვაობა სოლიდური გახადეს.
მეცხრე ტურის მთავარი მატჩი კი წინაა. დღეს, „დერბი დელა მადონინაა“ და ბუნებრივია, კალჩოს მოყვარულნი ამ შეხვედრას დიდი ინტერესით ელოდებიან.
„რომა“ – „სპალი“ 0:2 (0:1)
რომი, „სტადიო ოლიმპიკო“
„რომა“ (4-2-3-1): ოსლენილ ფლორენცი, ფაციო, მარკანო, ლუკ. პელეგრინი (პასტორე 78); კრისტანტე (კლუივერტი 59), ნზონზი; ჯენგიზ იუნდერი (ჩორიჩი 71), ლორ. პელეგრინი, ელ შაარავი; ჯეკო
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
„სპალი“ (3-5-2): მილინკოვიჩ-სავიჩი; ჩიონეკი, ვიკარი, ბონიფაცი; ლაძარი, ვალოტი (გომისი 79), ვალდიფიორი (ფარესი 70), მისიროლი, კოსტა; პეტანია, პალოსკი (ლუისი 66)
მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი
გოლები: 0:1 პეტანია (38, პენ), 0:2 ბინიფაცი (56)
გაფრთხილება: ლუკ. პელეგრინი (37), ჯენგიზ იუნდერი (62), ფაციო (82) - მისიროლი (30), პალოსკი (64), ლუისი (69), მილინკოვიჩ-სავიჩი (75, 75)
გაძევება: მილინკოვიჩ-სავიჩი (75)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 5 (5) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:9 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: ლუკა პაირეტო
„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 1:1 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი (დიბალა 71); კუადრადო (დუგლას კოშტა 59), მანჯუკიჩი (ბერნარდესკი 81), რონალდუ
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
„ჯენოა“ (3-5-2): რადუ; ბირასკი, რომერო, კრიშიტო; პერეირა (გუნტერი 79), რომულო, სანდრო, ბესა (ჰილიემარკი 82), ლაზოვიჩი; პიონტეკი, კუამე (85)
მწვრთნელი: ივან იურიჩი
გოლები: 1:0 რონალდუ (18), 1:1 ბესა (67)
გაფრთხილება: ბენატია (30) - რომერო (9), კრიშიტო (71), პანდევი (89)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 5 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ფედერიკო ლა პენა
„უდინეზე“ – „ნაპოლი“ 0:3 (0:1)
უდინე, „დაჩია არენა“
„უდინეზე“ (4-1-4-1): სკუფეტი; ლარსენი, ეკონგი (ოპოკუ 35), ნიუტინკი (ვაგე 86), სამირი; ბეჰრამი (ბარაკი 68); პუსეტო, ფოფანა, მანდრაგორა, დე პაული; ლასანია
მწვრთნელი: ხულიო ველასკესი
„ნაპოლი“ (4-4-2): კარნეზისი; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მალკუიტი; კალეხონი, ალანი, ზიელინსკი (როგი 85), ვერდი (ფაბიან რუისი 4); მერტენსი, მილიკი (ჰამშიკი 74)
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 ფაბიან რუისი (14), 0:2 მერტენსი (82, პენ), 0:3 როგი (85)
გაფრთხილება: პუსეტო (15), ლარსენი (57), ოპოკუ (79) - მილიკი (36), ალბიოლი (45), ალანი (56), მერტენსი (59)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: მაურიციო მარიანი