საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირისთვის ემზადება.
უკვე ცნობილია ნიკას პირველი მეტოქე, რომელიც მსოფლიოს მე-8 ჩოგანი კევინ ანდერსონი იქნება. ეს მატჩი 1/16 ფინალის ეგიდით, 22 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბასილაშვილი სამხრეთ აფრიკელს აქამდე ერთხელ შეხვედრია. მიმდინარე წლის 25 მარტს, მაიამიში, ანდერსონმა ორ სეტში მოიგო 6:4, 6:3.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა China Open-ი მოიგო და ATP-ის რეიტინგში სარეკორდო, 23-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.