ფრანგული „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა, ამჟამად შეგირდისა და ყოფილი თანაგუნდელის მარიო ბალოტელის შესახებ საუბრობს.
ლეგენდარული ფრანგის თქმით, მარიო არასდროს შეიცვლება:
„16 წლის ასაკში ბალოტელი ისეთივე იყო, როგორიც ახლაა და ასეთივე იქნება 45 წლის ასაკში.
მარიო უკვე დიდი ხანია მუშაობს და „მარსელთან“ ითამაშებს, რადგან ძალიან კმაყოფილი ვარ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი ვარჯიშით“, - აღნიშნა ვიეირამ.
შეგახსენებთ, ვიეირამ „ნიცა“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა. ბალოტელისთან ერთად კი, ჯერ მილანის „ინტერში“, მერე „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.