კალათბურთი

23:00 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 17 ქულა და მე-4 გამარჯვება (+VIDEO)

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ადრიატიკის ლიგაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად მოექცა.

სერბული გუნდი შინაურ კედლებში სლოვენიურ “ოლიმპიას” დაუხვდა და მართალია, მეტწილად მდევრის როლში იყო, თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა და 81:77 იმარჯვა.

ახალგაზრდა ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:12 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

ბითაძემ 10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მეტოქეებს თამაშის წესები 4-ჯერ დაარღვევინა, თავად კი მე-5 ფოლი ძირითადი დროის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე მიიღო.

“მეგა ბემაქსი” მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, მონტენეგროში იმ “მორნარ ბარის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ევროთასზე “უნიკახას” ქართველმა ლეგიონერმა გიორგი შერმადინმა 26 ქულა ჩაუგდო.

0.118805