ჩოგბურთი

15:58 | 19.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევიძე ამერიკულ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი სალომე დევიძე ამერიკულ ფლორენსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ დევიძე ძირითად ბადეში “უაილდ ქარდის” სტატუსით მოხვდა და საწყის რაუნდში ბრიტანელი ტარა მური 6:3, 6:3 დაამარცხა, დღეს დილით კი, მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ შერაზად რეიქსთან 1:6, 4:6 წააგო.

0.063247